მარლენ ნადირაძე დაიბადა ქ. ცხინვალში 1971 წლის 27 ნოემბერს;
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლამცოდნეობის სპეციალობით;
სხვადასხვა დროს მუშაობდა „საფოსტო ბანკის“ გორის ფილიალში იურისტად; შპს „ტინისხიდში“ იურისტად; გორის ქალაქის გამგეობაში, თავდაპირველად საერთო განყოფილების უფროსად, შემდეგ იურიდიული სამსახურის უფროსად; ს/ს „დილას“ იურიდიული სამსახურის უფროსად; 2003-2004 წლებში იყო გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი; აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლში;
მარლენ ნადირაძე უკვე მესამე მოწვევის საკრებულოს წევრია, აქედან - პირველ მოწვევაში არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ, მეორე მოწვევის განმავლობაში იყო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2017 წლიდან არჩეულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.
მარლენ ნადირაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
2012 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მიჩნეულ იქნა 2007 – 2013 წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად.
მარლენ ნადირაძის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართალშემოქმედებითი სფერო, უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში და არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის ავტორი და ინიციატორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.