საკრებულო

2021  წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია თვითმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი - მერი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილია 12  მაჟორიტარი და 24  პროპორციული წესით არჩეული წევრისგან.

ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 33 ადმინისტრაციული ერთეული.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი ქალაქის და 105 სოფლის ტიპის დასახლება და 7 დევნილთა ჩასახლება (ბერბუკი, კარალეთი, ხურვალეთი, სკრა, შავშვები, საქაშეთი, გორი - ვერხვების დასახლება).

მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა,  განათლება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურება.  

გორის მუნიციპალიტეტში მრავალი ისტორიული და კულტურული ძეგლია. მუნიციპალიტეტის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა გორის ციხე, გორის საკათედრო ტაძარი, გორის თეატრი, კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე (VII ს), ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი (VII ს)ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი.

გორის მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა, შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, ბუნება, მთის ცივი ანკარა წყაროები, დიდი და პატარა მდინარეები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, თრიალეთისა და ლიხის ქედის უმშვენიერესი სანახები, აქ არსებული ისტორიისა და ბუნების ძეგლები ყოველთვის იპყრობდა მნახველთა ყურადღებას.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა გორის მუნიციპალიტეტს. შედეგად ქართული ტერიტორიის 1/4 იქნა ოკუპირებული, დაიკარგა და დაიწვა 53 სოფელი. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი