ლიანა ჩლაჩიძე

დაიბადა 1952 წლის 15 ივლისს  ქ. ცხინვალში.

დაამთავრა ყოფილი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო ჟურნალისტი, მუშაობდა არასამთავრობო და საჯარო სექტორებში, 2004-2008 წლებში იყო ჟურნალისტი ცხელ წერტილში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ეუთოს ეგიდით.

 არის იმედის გმირი 2011;

არის არასამთავრობო ორგანიზაციის ,,რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი ერგნეთი“ დამფუძნებელი  და ხელმძღვანელი.

ერგნეთში, საკუთარი სახლის სარდაფში დააარსა ,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს;

დაჯილდოვებულია მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისთვის“;  

არის ქალთა უფლებების დაცვის სფეროში - კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი (2014 წ); ევროკავშირის პრიზი ,,მშვიდობის ჟურნალისტიკაში“  ნომინანტი (2014  წ) და NIMD-ის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული (2012-2013 წწ).

ლიანა ჩლაჩიძეს გავლილი აქვს უამრავი სასწავლო კურსი, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში თემაზე ,,BBC-ს მუშაობის სტილი და მეთოდები კონფლიქტის გაშუქების კუთხით“.  მონაწილეობდა უამრავ საერთაშორისო კონფერენციაში.

ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ქვრივი.

ლიანა ჩლაჩის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია, ხელმძღვანელობდა ფრაქციას ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“. ამჟამად კი არის სამანდატო, საპროცედური საკითხთა დაე ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

ის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა და  მისი მუშაობის მტავარი მიმართულებებია: ე.წ.საზღვრისპირა სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელსეწყობა,  ქალთა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებული საკითხების წინ წამოწევა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელსეწყობა

ლიანა ჩლაჩიძეს ჰყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი