სტაჟირება საკრებულოში!

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს საკრებულოში სტაჟირებაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებისათვის, სპეციალობით საჯარო მმართველობა და სამართალმცოდნეობა, სულ 2 ვაკანსიაზე.

კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

  1. უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი;
  2. იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
  3. სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  4. ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს :

  1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
  4. CV;
  5. ორი ფოტოსურათი (3X4).

სტაჟირების ვადაა ერთიდან ექვს თვემდე, ანაზღაურების გარეშე. წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

საბუთების მიღება წარმოებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (ქ.გორი, სტალინის #16. მე-3 სართული) 27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებებს!

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი