დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა სსიპ ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებს. გაცნობითი სახის შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და თავიანთი შეხედულებები გააცვნეს საკრებულოს თავმჯდომარეს.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.