ასმათ ტალახაძე

 ასმათ ტალახაძე დაიბადა ქ. გორში 1968 წლის 2 ივლისს.                                                                                                                              

 გორის N11 საშუალო სკოლის დამთავრების  შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში ფინანსური აღიცხვა- ანალიზის ფაკულტეტზე, ეკონომისტის სპეციალობით.

1993 წლიდან მუშაობდა მეჯვრისხევის ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში ბუღალტრად, 2003-2009 წლებში მუშაობდა ,,ლიბერთი ბანკის“ ოპერატორად,  2015 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ბუღალტრად, 2017 წელს კი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბუღალტრად.

ასმათ ტალახაძე 2017 წელს არჩეული იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერად მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულში მაჟორიტარად.

ის არის ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.

მისი სურვილია ხელი შეუწყოს მეჯვრისხევის თემში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მოსახლეობის ჩართულობას სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტებში და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ასმათ ტალახაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი