ბექა ქორჩილავა

ბექა ქორჩილავა დაიბადა ქ. გორში 1993 წლის 19 სექტემბერს.

სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  საჯარო მმართველობის სპეციალობით.

2014 წლიდან მუშაობდა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისათვის XXI“, აღმასრულებელ დირექტორად.

2014-2015 წლებში იყო შემდეგი პროექტების მენეჯერი:

 „ისწავლე და ასწავლე ყველას“.

 „დაწყებითი სალაშქრო მომზადების კურსი“.

„გარემოსა და კულუტურული ძეგლთა დაცვის მიზნით მოსახლეობის მოტივირება“.

„გაანათლე საქართველო“

2016 წელიდან  ხელმძღვანელობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის შიდა ქართლის ფილიალს.

2017 წლიდან არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე.

ბექა ქორჩილავას  მუშაობის მთავარი მიმართულებაა გორის მუნიციპალიტეტიში მცხოვრები მოსახლეობის  ეკონომიურ, ინფრასტრუქტურულ განვითარებაში და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა.

ის ხშირად ხვდება ხალხს და აქტიურად მუშაობს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზე რეგიონის ეკონომიურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი