ივანე კორინთელი

ივანე კორინთელი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში 1956 წლის 16 ნოემბერს.

ტყვიავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საკავშირო კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.

1981 - 2016 წლებში მუშაობდა გორის კავშირგაბმულობის საქალაქო კვანძში ინჟინრად, მთავარ ინჟინრად, ტერიტორიალური ფილიალის მმართველის მოადგილედ, დირექტორის მოადგილედ, გორის განყოფილების უფროსად.

2017 წლის 14 ნოემბრიდან ივანე კორინთელი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა.  იგი არის ტყვიავის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი. მისი მუშაობის მთავარი მიმართულებაა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება პროექტების დაგეგმვისას და ამომრჩევლების მიერ დასმული პრობლემატური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობის მიღება. ამ მიზნით ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის პროცესში განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ პროექტებს.

სოფელ ფლავში ზაქარია გობოზაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია ივანე კორინთელის უშუალო ინიციატივით გადაეცა საცხოვრებელი კოტეჯი. გარა ამისა სოფელ ტყვიავში კულტურის და დასვენების პარკს და ქუჩას (ტყვიავის ცენტრიდან ფლავის მიმართულებით ) მიენიჭა დიდი ქართველი ბოტანიკოსის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის სახელი.

       ივანე კორინთელს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი