მიხეილ გოგინაშვილი

     მიხეილ გოგინაშვილი დაიბადა ქ. გორში  1970 წლის 29 აგვისტოს.

    თავდაპირველად სწავლა დაიწყო ქ. გორის #3 საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ გადავიდა # 12 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკური ინსტიტუტში, ვაჭრობაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანალიზის ფაკულტეტზე, ეკონომისტის სპეციალობით. კვალიფიკაცია აიმაღლა ასევე ორგანიზაცია „Mercy Corp”-ში ადამიანური რესურსების მართვისა და კონფლიქტების მართვის  მიმართულებით.

   მიხეილ გოგინაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა: გორვაჭრობაში,  არასამთავრობო ორგანიზაციაში „ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი ცენტრი“-ფინანსურ დირექტორად,  აგარის შაქრის ქარხანაში-საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, აგარის საკონსერვო ქარხანაში- ბუღალტრად, საინვესტიციო კომპანიაში „მეტეხი ჯგუფი“. იყო ჟურნალის „მაცნე“ ქსელის ადმინისტრატორი, კომპანია „ LEGI GROUP”- საწყობის უფროსი, სარეკლამო კომპანია „მერლინი +“-ის ფინანსურ დირექტორი,  ქ. გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრი- დირექტორის მოადგილე.

   მიხეილ გოგინაშვილი აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, არის სტატიების ავტორი, მრავალი წელი იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. დაარსების დღიდან არის  პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“  წევრი. ამჟამად არის აღნიშნული პარტიის გორის რეგიონალური ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

 2017 წლიდან მიხეილ გოგინაშვილი არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

მისი მუშაობის მთავარი მიმართულებაა: ჩვენ მუნიციპალიტეტზე ზრუნვა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა. ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, საკრებულოს მუშაობაში, აქტების მომზადებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში.

   მიხეილ გოგინაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი