თამარ კოდოშვილი

თამარ კოდოშვილი დაიბადა გორის რაიონი სოფელი ოთარშენში 1972 წლის 17 დეკემბერს.

ტინისხიდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში სტატისტიკის ფაკულტეტზე. შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის დაწყებითი განათლების სპეციალობაზე.

1998 წლიდან მუშაობდა ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ. მოგვიანებით ტინისხიდის თემის საკრებულოში სტატისტიკოსად, შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსად.

თამარ კოდოშვილი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია, იგი არის ფრაქციის "პატრიოტები-ხალხის სამსახურში" თავჯდომარე და აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თამარ კოდოშვილს ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი