დავით რაზმაძის ინიციატივა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის ინიციატივა ქალაქ გორში, გალუსტაშვილის ქუჩიდან კაჩინსკების ქუჩამდე, რომელიც კვეთს მუსხელიშვილის ქუჩას მდებარე უსახელო ქუჩისთვის სასტიკი ძალადობის მსხვერპლის,8 წლის ნანა ბერიაშვილის სახელის მინიჭება.

სტაჟირება საკრებულოში!

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს საკრებულოში სტაჟირებაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებისათვის, სპეციალობით საჯარო მმართველობა და სამართალმცოდნეობა, სულ 2 ვაკანსიაზე.

კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

  1. უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი;
  2. იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
  3. სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  4. ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს :

  1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
  4. CV;
  5. ორი ფოტოსურათი (3X4).

სტაჟირების ვადაა ერთიდან ექვს თვემდე, ანაზღაურების გარეშე. წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

საბუთების მიღება წარმოებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (ქ.გორი, სტალინის #16. მე-3 სართული) 27 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებებს!

საკრებულოს ბიუროს სხდომა.13 ივნისი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე უძღვებოდა, დღეს, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
საკრებულოს მორიგი სხდომა 14 ივნისს გაიმართება.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი