გორის მუნიციპალიტეტის გენდერულის თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 29 ნოემბერს ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების მონაწილეობით ქვახვრელის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,ერთად ძალადობის წინაღმდეგ". დღის ბოლოს კი უფლისციხეში მოეწყო შეჯიბრი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის.
ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.