„ღვინის დღეები“

7 - დან 15 ოქტომბერის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება. 

 

ღონისძიების ადგილი: თეატრის სკვერი
დასაწყისი: 14:00 სთ.

 

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

 

 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გვირგინები მიიტანეს.

მემორიალთან იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანები. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა სულების ხსოვნას.
„27 სექტემბერი მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.
ამ დღის შემდეგ ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი და საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად.
ამ ომში დაიღუპა უამრავი ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე მებრძოლი ჯარისკაცი.
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ისინი და პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
საქართველო მშვიდობიანი გზით, აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, დღეს გორში დაშვებულია საქართველოს სახელმოწიფო დროშები.

 

 

 

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი