13 მაისს 11.00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა

280178823 366731648824796 1798359926140855872 nსხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი,ერთი საკითხი (N26) საკრებულოს წევრებმა ინფორმაციის სახით მოისმინეს,ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ (N11)საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები; ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები; რამდენიმე მუნიციპალური ქონების სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით ქონების გადაცემის; გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი; გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების სახელდების შესახებ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებისა და ასევე, რამდენიმე სოფელში არსებული ქუჩების სახელდების; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხები.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა , ასევე, მოისმინეს რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი