გენდერული თანასწორობის საბჭოს საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა გაიმართა

314410057 488508006647159 8023816049665381940 nგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ, გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდა საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა. გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით შეხვედრას ესწრებოდნენ: თამარ მურალოვა,ლია მამულაშვილი, ნანი ოქროპირიძე, ბექა ლობჟანიძე, ინგა ტარიელაშვილი და ვერა ბიწაძე,ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები და ვერხვების დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებლები.
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება გორის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, იმ მიმართულებებზე, რომლებზეც საბჭო იმუშავებს 2022-2024 წლების განმავლობაში.
საინფორმაციო შეხვედრაზე,საუბარი შეეხო გენდერულ თანასწორობას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხს, სახელმწიფოში არსებული მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა და დახმარების მექანიზმებს, ქალთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელობას, უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობებს, უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას, ასევე საკრებულოს სხდომებზე და პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და საუბარო შეეხო საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი