20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ინტერმუნიციპალური სააგენტო, გამოკითხვის შედეგად შეავსეს სააგენტოს შეფასების კითხვარი, სააგენტოს მენეჯმენტსა და დასაქმებულ პერსონალს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკა სააგენტოში ცხოველების მოვლა-შენახვის, თავშესაფრის მოწყობის წესების, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
სამომავლოდ დაგეგმილია,შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, პოპულაციის მართვის სააგენტოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.