
დღეს გორის №3 საჯ. სკოლაში მოეწყო ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონია. წარჩინებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.