
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა დღეს საზოგადოებასა გორის დემოკრატიის სკოლაში. ღონისძიება EECMD-ის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო და მას საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად, გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულოს წევრებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციებიც მოისმინეს. საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა წლის ბოლოსთვის დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ფორმატის ფარგლებში