გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 12 წევრი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და მათ რიგითობას და მომხსენებლის განსაზღვრას დაუჭირეს მხარი. საკრებულოს მორიგ სხდომაზე 14 საკითხი უნდა იქნეს განხილული:

• „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი.
• „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი.
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი.
• “გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფ/პ გიორგი კანდელაკისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი.
• “თეა გელაშვილისთვის აღნაგობის უფლების გაგრძელების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტი.
• „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 66.45.16.272 ფ/პ გივი სადაღაშვილისთვის პ/ნ 59001083511 პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი.
• „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, შპს „ალდანუმასთვის“ (ს/ნ 417877792) პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.
• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტი.
• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტი.
• “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზოგიერთი საგზაო ნიშნის დადგმის შესახებ” განკარგულების პროექტი.
ანგარიშები:
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასება“ 
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილების 2019 წლის განვლილი პერიოდის ანგარიშის შეფასება“ 
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების 2018 წლის ანგარიშის შეფასება 
• „გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მოსმენა“;

საკრებულოს მორიგი სხდომა 9 აგვისტოს 11.00 საათზე გაიმართება. 
სხდომა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

  

 
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი