გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდს პეტიციის ღილაკი დაემატა

  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდს (gori.mun.gov.ge) პეტიციის ღილაკი დაემატა, რომლის მეშვეობითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ჯგუფს - რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1% პროცენტს  (1 120 ამომრჩეველი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები, კონკრეტული წინადადებები, ან მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის (ან/და დასახლებისთვის)  საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტისა.

საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამის მეშვეობით. აქვე ნახავთ პეტიციის შევსების და წარდგენის ინსტრუქციას.

იაქტიურეთ და ჩაერთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში!

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი