საკრებულოს სხდომა - 13 სექტემბერი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 34 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 19 საკითხს მხარი დაუჭირა, 3 საკითხი შეეხებოდა ანგარიშებს და დადებითად შეაფასა, ხოლო 2 საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით. გორის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარეობს 17 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით: 13 268 868 ლარი, მათ შორის 10 484 918 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან და 2 783 950 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა და ხორციელდება 8 250 100 ლარის სამუშაოები, მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტით 2 514 170 ლარის სამუშაოები.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს და სხვა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი