საკრებულოს სხდომა - 11 ოქტომბერი

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 31 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 13 საკითხს მხარი დაუჭირა, 4 საკითხი შეეხებოდა ა(ა)იპების და მერისს სამსახურების ანგარიშებს და დადებითად შეაფასა, ხოლო 1 საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში.წარმოდგენილი ანგარიში შეეხებოდა საკრებულოს ბიუროს, მუდმივმოქმედ კომისიების,ფრაქციების და აპარატის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას,აგრეთვე საკრებულოს წევრების მიერ ინიცირებულ საკითხებს.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს, გენდერული თანასწორობის საბჭოში შესატან ცვლილებებს და სხვა.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი