გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა

2019 წლის 20 ნოემბერს 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოს წარუდგინა გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი,ხოლო პრეზენტაცია გააკეთა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ. გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 42, 900, 0 ათასი ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის გადასახდელები მიმართულია ბიუჯეტის 5 ძირითადი პრიორიტეტის დაფინანსებაზე. კერძოდ,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაზე მიმართულია - 15 776,0 ათ. ლარი, დასუფთავება და გარემოს დაცვაზე მიმართულია - 2 850,3 ათ. ლარი,განათლების ხელშეწყობაზე მიმართულია - 9 191,7 ათ. ლარი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის ხელშეწყობის განვითარებაზე მიმართულია - 6 098,1 ათ. ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართულია - 2 265,8 ათ. ლარი.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი