გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 15 წევრი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და მათ რიგითობას და მომხსენებლის განსაზღვრას დაუჭირეს მხარი. საკრებულოს მორიგ სხდომაზე 9 საკითხი უნდა იქნეს განხილული:
.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
.“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
. „ქალაქ გორში გორიჯვრის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებისა და ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.დავით გუდაძე/
. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს. ლიანა ჩლაჩიძე/
.„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე;
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
.„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობასა და გამწვანების განყოფილების 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის“ რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე; /მომხს.მერაბ მელანაშვილი/
.„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურის 2019 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის“ რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2020 წლის 10 იანვრის საკრებულოს სხდომაზე; /მომხს.დავით გუდაძე/

საკრებულოს მორიგი სხდომა 10 იანვარს 11.00 საათზე გაიმართება.
სხდომა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი