14 თებერვლის საკრებულოს სხდომა

2020 წლის 14 თებერვალს 11:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას საკრებულოს 36 წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 20 საკითხს მხარი დაუჭირა, წარმოდგენილ 3 ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა:
📎„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი; /მომხს.ივანე კორინთლი/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი; /მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎.„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე” განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
📎. “გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ” განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/

.📎.„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/

📎„გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.44.04.731), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.46.26.003.001) პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.“გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.44.04.720) პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.„შპს „ახალი ქართული მენეჯმენტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემული ქონების (ს/კ 66.45.12.402) ახალი მოიჯარე, მაია კიკნაძესთვის იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.45.27.245) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირებისა და ანალიტიკური განყოფილების 2019 წლის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
.📎„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის გაზეთი ,,გორის მაცნეს“ 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი; /მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის ბოლომდე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი; /მომხს.დავით გუდაძე/
📎.გორის მუნიციპალიტეტში 2020 სასოფლო - სამეურნეო კულტურის რწყვის სეზონისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა“ /მომხს.მერაბ მელანაშვილი/
📎. ”ქალაქ გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების გასხვისებაზე ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს" მიერ გამოსაცხადებელ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 80%-ით შემცირების თაობაზე” განკარგულების პროექტი;
/მომხს.დავით რაზმაძე/
📎.“ ქალაქ გორში, კირიონ მეორის ქ. №12-ში მდებარე მე-3 შენობაზე ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს" მიერ გამოსაცხადებელ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 60%-ით შემცირების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
/მომხს.დავით რაზმაძე/

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი