გორში 30 ოქტომბერს ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

312259873 486488836849076 4535903370650229862 nჩემპიონატში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა,გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საჯარო უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს.
გამარჯვებისთვის 12 გუნდი იბრძოდა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა საპატიო მესამე ადგილი მოიპოვა.
 
ღონისძიება ექსტრემალურ სპორტის სახეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და თანადაფინანსებით გაიმართა.
ფეინთბოლის ჩემპიონატი მიზნად ისახავდა სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.

წარმატებული მოკრივეების მადლობის სიგელებით დაჯილდოვება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო313433714 485658510265442 8714252957622740202 nს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვა.

ბრინჯაოს მედალი ლევან დემუროვმა (54 კგ), იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. გარდა ამისა, დემუროვი წლევანდელი წლის საქართველოს ჩემპიონია. ის გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სკოლის აღზრდილი გახლავთ. საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჯამში 4 მედლით დაასრულა. დემუროვის ბრინჯაოს გარდა, ამ შეჯიბრებაზე მოპოვებულია კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა, მოკრივეებს და მის მწვრთნელებს შეხვედრა მოუწყვეს,მიულოცეს წარმატება და მადლობა გადაუხადეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისათვის.

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლების, ახალგაზრდული საბჭოს წევრების შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან

21 ივლისს ა(ა)იპ სამოქალაქო საზოIMG 3271 1გადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ახალაგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შემუშავებული „ საკრებულო ახალაგაზრდებისთვის“ კონცეფციის შეთავაზება, რაც ითვალისწინებს თვეში ერთხელ, ერთი დღით შეხვედრის დაწესებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს კომისიების, ბიუროს, საკრებულოს საქმიანობის, მიღებული გადაწყვეტილებების, ჩართულობის მექანიზმების და მონაწილეობითი მიდგომების გაცნობა ახალგაზრდებისთვის.
აღნიშნული კონცეფცია წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) თანამშრომლობით, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების მეთოდოლოგიის (ბენჩმარკინგი) დანერგვის შემდეგ, საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული.

 

 

 

 

 

IMG_3280.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IMG 3279

 

 

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი