13 მაისს 11.00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა

280178823 366731648824796 1798359926140855872 nსხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი,ერთი საკითხი (N26) საკრებულოს წევრებმა ინფორმაციის სახით მოისმინეს,ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ (N11)საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები; ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები; რამდენიმე მუნიციპალური ქონების სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით ქონების გადაცემის; გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი; გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების სახელდების შესახებ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებისა და ასევე, რამდენიმე სოფელში არსებული ქუჩების სახელდების; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხები.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა , ასევე, მოისმინეს რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

5 მაისს 15.00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

279233175 357432696421358 4781500189227063314 n
279882080 361464782684816 8403629161780125986 n
5 მაისს 15.00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა;
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღევანდელ სხდომაზე, 13 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომის რიგითობა და მომხსენებლები განსაზღვრა.

გენდერული საბჭოს სხდომა

279361571 357420323089262 146804112988152575 nგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა გრძელდება.
2022 წლის 29 აპრილს გენდერული საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრები 2022-2025 წლებზე გათვლილ გეგმაზე მუშაობენ, რომელიც ექვს სფეროს მოიცავს:
• ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა;
• ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;
• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
• თანამშრომლობა და კოორდინაცია;
• გენდერული თანასწორობის გეგმის მონიტორინგი და ანგარიშგება;
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა მომავალ კვირაში დასრულდება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
279178806_357420359755925_3194475423818062361_n.jpg
 
 
279418796 357422823089012 712755552543972181 n

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი