გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ავთანდილ შოშიაშვილის ანგარიში

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის  ავთანდილ შოშიაშვილის

ანგარიში

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის იანვრიდან  მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

 

 

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში დავესწარი საკრებულოს 13 სხდომას, განვიხილეთ 260 საკითხი.

გაერთიანებული ვარ ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ ფრაქციაში, ჩავატარეთ ფრაქციის 7 სხდომა, განხილულ იქნა 20 საკითხი.

ამავე პერიოდის განმავლობაში, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა   კომისიის 10 სხდომას დავესწარი და 96 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

 ანალოგიურ პერიოდში,ჯანდაცვის, განათლების, სპორტის,კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 10 სხდომას დავესწარი და 29 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

ჩემს მიერ დაყენებულ იქნა ინიციატივა დამსახურებული მწვრთნელებისათვის     ხელფასზე 100 ლარიანი დანამატის შესახებ.

სპორტული ინვენტარის განახლების შესახებ.

ნაკრების წევრი მოსწავლეებისათვის(რაიონიდან მგზავრობა) მგზავრობის საფასურის განახევრების შესახებ.

სოფ. ტინისხიდისათვის სასმელი წყლის მოწოდების მოწესრიგების შესახებ.

 

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი ტინისხიდი - სასაფლაოს მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა, სპორტული მინი მოედნის რეაბილიტაცია, მოედნის ხალიჩის შეცვლა და ასევე შემოღობვა დაზიანებულ ადგილებზე, ერთ-ერთ უბანში განათების მოწყობა-მონტაჟი, სასმელი წყლის მიწოდების მოწესრიგება, ერთ-ერთ უბანში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საუბნო გზების მოხრეშვა-მოსწორება, გვერდითი არხების მოწყობა.
  • სოფელი თედოწმინდა - შიდა გზებისა და ნაკვეთებში მისასვლელი გზების მოხრეშვა - მოსწორება. სარწყავი სისტემის ამოწმენდა ტექნიკით, რომელიც სოფელს არ გააჩნია, რამდენიმე უბანში გზების მოწესრიგება,  სანიაღვრე არხის მოწყობა, წყლის პრობლემა, სკოლის მშენებლობის დაწყება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოსწორება.
  • სოფელი ორთაშენი - ცენტრალური საუბნო გზის მოსწორება და ტრანსპორტის დანიშვნა, სტადიონის მოწყობა, მიკრო ავტობუსის დანიშვნა იუსტიცცის სახლიდან სკოლამდე, მინი სტადიონის გადატანა სხვა ადგილზე, საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწესრიგება.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი