გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით გუდაძის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით გუდაძის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       

 

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 200 საკითხის განხილვაში.   ბიუროს 12 სხდომას და 269 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

     გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 8  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი. დავესწარი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 8 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 28 საკითხის განხილვაში. ქონების მართვის , ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 1 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 15 საკითხის განხილვაში.

    ჩემი მიერ ინიცირებულია დადგენილების პროექტი : „გორის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.  

          მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები,  როგორიცაა მაგალითად საკანალიზაციო სისტემის გაჭედილი მილების მაღალი წნევით გამწმენდი სპეციალური ტექნიკის შეძენის შესახებ და ა.შ. რომლებზეც მოვახდინე რეაგირება.

       ასევე როგორც  კომისიის თავმჯდომარე კომისიის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე , პერიოდულად ვხვდები მოსახლეობას   და ვახორციელებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს, რომელიც შეეხება  გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას.

   დამატებით ვარ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების  აღიარების კომისიის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი