გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით სარალიძის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით სარალიძე

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 210 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 8  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ  საფინანსო-საბიუჯეტო  და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიების წევრი.    დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 12 საკითხის განხილვაში.  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 6 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 23 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • ქ. გორი გვერდწითელის ქ. N11 - ეზოში არსებული გარე-განათების ნათურების შეცვლა და გვერდწითელისა და ელიოზიშვილის ქუჩებიდან ჩამომავალი კანალიზაციის გაწმენდის შედეგად დაგროვილი ნარჩენების გატანა, მაწანწეალა ძაღლების პრობლემა.
  • ტყვიავის ქ. #10- და ტყვიავის ქ. #1 - ლიფტის აღდგენა თანადაფინანსებით. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს ცხრა სართულიან შენობას.
  • ქ. გორი . ცხინვალის გზ. მიმდებარედ, მდინარე მეჯუდის სანაპიროზე - ცხინვალის გზატკეცილიდან ავტონაწილების ბაზრობამდე განათება, უპატრონო ძაღლების პრობლემა, ქუჩის დაგვა - დასუფთავება.
  • ქ. გორი - ცხინვალის გზატ. მე-5 კმ. - ე.წ. ,,ტიუმენის ბინებ“ - ში დასასვენებელი სკვერის მოწყობა. ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ - ცხინვალის გზატკეცილზე არსებული არხის კაპიტალური გაწმენდა-გასუფთავება მე-5 სამხედრო ბრიგადიდან ამილახვრის ხიდამდე.
  • ცხინვალის გზატ. N22 (ე.წ. სტუდბინა) - საბავშვო სკვერის მოწყობა, სპორტული მოედნის მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა - გამოცვლა.
  • ყიფიანის ქ. N32 - ეზოში სანიაღვრე სისტემის მოწყობა, უპატრონო ძაღლების პრობლემა.
  • ცხინვალის გზატ. N 11ა და ყიფიანის ქუჩა N26 - ტყვიავის ქუჩისა და ყიფიანის
  • ქუჩის კვეთაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ასევე საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა.
  • ცხინვალის გზატ. 17 - ეზოს მოასფალტება თანადაფინანსებით.
  • მეჯვრისხევის პირველი და მეოთხე ბარაკი - საცხოვრებელი სახლების დაკანონება.
  • ჯორბენაძის ქუჩა - არსებული სტადიონის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა.
  • შიო მღვიმელის ქუჩა - გზის მოასფალტება, სანაპიროს მოწყობა დამცავი მოაჯირებით.
  • ცხინვალის გზატკეცილი N9ბ მიმდებარედ -  სკვერის დასუფთავება, ბალხის გაკრეჭვა, სკვერის მიმდებარედ სტადიონის საფარის შეცვლა, მაწანწალა ძაღლების პრობლემა.    
  • ქ. გორი ცხინვალის გზ. N17 - ეზოს მოასფალტება და კეთილმოწყობა თანადაფინანსებით, რომელც მერიაშია შეტანილი ამხანაგობის სახელით და ყველა დოკუმენტაციით მაგრამ არ ფინანასდება.
  • ქ. გორი, ყიფიანის ქ. 11-ს - სკვერის მოწყობა.
  • მაჩაბლის ქუჩა - მაწანწალა ძაღლები და სტადიონის პრობლემა
  • ქ. გორი ცხინვალის გზ. N14 - ყოფილი ქალაქის საავადმყოფოს პირველი შენობის დემონტაჟი, რადგან არ მოხდეს უბედური შემთხვევა.
  • იოსებიძის ქუჩა - სკვერის და გასართობი მოედნის მოწყობა.

 ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი