გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ჯემიკო დუდაშვილის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ჯემიკო დუდაშვილი

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 213 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 6  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 16 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი.  დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის  10 სხდომას, მონაწილეობა მივიღე 19 საკითხის განხილვაში. დავესწარი ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 11 სხდომას  და მონაწილეობა მივიღე 106 საკითხის განხილვაში.  

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი წითელუბანი - სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, (ჭაბურღილის დამატება, სასურველია არსებული ჭაბურღილი მუნიციპალიტეტმა აიღოს თავის ბალანსზე), საჯარო სკოლაში სპორტ დარბაზის გაკეთება, სარწყავი წყლის უქონლობა, ქუჩებში სანიაღვრე არხების მოუწყობლობა, სოფლის მინიმოედანზე დაზიანებულია ხელოვნური საფარი, რომელიც აღდგენას საჭიროებს. სოფლის ცენტრამდე გზა ასფალტირებულია და სასურველია გაგრძელდეს იგი სოფლის სასაფლაომდე, ქუჩებში სანიაღვრე არხების მოუწყობლობა, სოფლის მინიმოედანზე დაზიანებულია ხელოვნური საფარი, რომელიც აღდგენას საჭიროებს. სოფლის ცენტრამდე გზა ასფალტირებულია და სასურველია გაგრძელდეს იგი სოფლის სასაფლაომდე, სოფლის ეგრეთწოდებულ კლუბში სპორტული დარბაზის მოწყობა. (ახალგაზრდობის თხოვნით),
  • სოფელი ნაწრეტი - სოფელ ნაწრეტში არსებული ჭაბურღილი, რომელიც 5 ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა მოსახლეობას გაიბიდნა და დაწყდა, მოსახლეობა თხოულობს მის ამოწმენდას, ავტობანზე სოფელთან ავტობუსის გაჩერების მოწყობა, სარწყავი წყალი (მოუწესრიგებელია ტირიფონის ყოფილი არხი, საჭიროა ესკავატორი არხის გასაჭრელად ნაწრერის ტუნელიდან ერთ კილომეტრზე, შიდა გზებზე გაჩენილია დიდი ორმოები, თხოულობენ მათ ამოვსებას მარცვლეული კულტურის მოსავლის აღებამდე, სოზარ თვაურის, ჟორა დონგუზაშვილის, ჯემალი ქისიშვილის, ჯუმბერ დუდაშვილის, კახა კუსრაძის, ნოდარ მელაძის, არჩილ თვაურის, ტრისტან შეროზაშვილის მიწის ნაკვეთები მოექცა დაჭაობების ზოლში. დაჭაობებას იწვევს მათი ნაკვეთების ჩრდილოეთით გამავალი მდინარე ტორტლას შენაკადი, რომლის კალაპოტი ამოივსო ნაშალი მიწით და მცენარეებით. ჩამოთვლილი პირები ვეღარ ამუშავებენ კუთვნილ ნაკვეთებს. საჭიროა მდინარის კალაპოტის გასუფთავება, რისთვისაც საჭიროა ძლიერი ექსკალატორები, ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ აღნიშნული წყლის კალაპოტის ამოსუფთავებას, სოფლის ცენტრალური ქუჩის მოასფალტება (დარჩენილი ნაწილის 500 მეტრის). ფინანსური სახსრების გაჩენის შემთხვევაში ქუჩის განათების დასრულება.
  • სოფელი შავშვები - სოფლის ცენტრში არსებული ბუნებრივი წყაროს წყლის სადინარის მოწყობას, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, სარწყავი წყლის მიწოდების მოწესრიგება, ცენტრალური ქუჩის ავტობანამდე დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება, შავშვების ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში შევიდა 2011 წელს. მას შემდეგ შენობაში არ ჩატარებულა არავითარი სარემონტო სამუშაო. მოიშალა საკანალიზაციო არხები. სველდება კედლები და იშლება. იქმნება ანტისანიტარია. თუ წელს ზაფხულის თვეებში არდადეგების პერიოდში არ შევიდა საკანალიზაციო არხები ბავშვთა ბაგის დახურვის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდებით. ბაგისა რომელიც ემსახურება ექვსი სოფლის - შავშვების, ქვემო შავშვების, ნაწრეტის, წითელუბნის, ნადარბაზევის და ხურვალეთის მოზარდებს. შავშვების საჯარო სკოლის ხელმძღვანელები მოითხოვენ ძლიერი ქარის მიერ სკოლის მასწავლებელთა ყოფილი საცხოვრებლის მოხდილი სახურავის აღდგენას. ეს შენობა სჭირდებათ საკუჭნაოდ. ისინი ასევე მოითხოვენ წლების წინ სოფლების ბიბილიოთეკებიდან შემოტანილი ლიტერატურის (წიგნადი ფონდის) სკოლიდან გატანას, რომელიც მოთავსებულია ფიზიკის კაბინეტში. აღნიშნული ლიტერატურის გადატან შეიძლება შავშვების კულტურის სახლში, სოფლის ცენტრში წყაროსწყლის ნადენი წყლისათვის რუს მოპირკეთება, რომ კვლავ არ გაფუჭდეს სასაფლაოსკენ მიმავალი ქუჩა, რომელიც მიმდინარე წელს მოიხრეშა. ცენტრალური ქუჩის ბოლოდან ავტობანამდე მონაკვეთის შავი საფარით დაფრვას რადგან ამ მონაკვეთზე ზამთარში უჭირს სამარშრუტო ავტობუსს მოძრაობა.
  • სოფელ ქვემო შავშვებში ცენტრალურ ქუჩაზე და სოფელ ნაწრეტში სათადარიგო გზაზე მწოლიარე პოლიციელის (მოძრაობის შემაფერხებლის )დაყენება.
  • სოფელი ხურვალეთი - საჯარო სკოლაში სპორტ - დარბაზის გაკეთება.
  • სოფელი ნადარბაზევი - ყოფილი დაწყებითის სკოლის შენობაში სამედიცინო პუნქტის მოწყობა, სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობის დროულად დაწყება,
  • ზემო ხურვალეთი - სასმელ წყალზე მრიცხველების დაყენება, ითხოვენ წართმეული ნაკვეთის სანაცვლოდ სხვა ნაკვეთის მიცემას.
  • შავშვების დევნილების ჩასახლება - მიწის ნაკვეთების გადასახადის მოხსნა, ქვემო შავშვების მისადგომებთან ავტობანის ქვეშ გასასვლელის მოწესრიგებას, რადგან აქ ხდება ორივე მიმართულებით მიმავალი გზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა.

სოფლის ცენტრში წყაროსწყლის ნადენი წყლისათვის რუს მოპირკეთება, რომ კვლავ არ გაფუჭდეს

 

ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი