გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ილია ვარდანაშვილის ა ნ გ ა რ ი შ ი გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის ილია ვარდანაშვილის

ა ნ გ ა რ ი შ ი

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

 

  მოგახსენებთ რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 9 სხდომას და  მონაწილეობა მივიღე 143 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული  ფრაქცია,, ქართული ოცნება-კონსერვატორებში“. დავესწარი  7 ფრაქციის სხდომას და მონაწილეობა მიივიღე 133 საკითხის განხილვაში.

 ასევე ვარ  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და  ქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი. დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 9 საკითხის განხილვაში,ასევე დავესწარი  ქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 10 სხდომას და მივიღე მონაწილეობა 94 საკითხის განხილვაში.

 2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

 

 ახალუბნის რვავე სოფელში დაუმთავრებელია გარე განათებები, მოუწყობელია შიდა გზები, თითქმის შეუძლებელია მოძრაობა სავარგულებთან მისასვლელ გზებზე. სოფლებში სადაც გამოიცვალა ასფალტის საფარი დასაგებია ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელები". ბევრი დაპირების მიუხედავად არც ერთ სოფელში არ მოეწყო ავტობუსების მოსაცდელები.ასევე სოფელ ახალუბანში და აძვში მოსახლეობა ითხოვს სასმელი წყლის  რეზერვუარების მოწყობას და გამრიცხველიანებას.ასევე მწვავედ დგას სოფელ ახრისის მოსახლეობის მიერ სასაზღვრო სოფლად აღიარება,რადგან სოფლის 17 ჰექტარი მიწა ოკუპირებულია.

ილია ვარდანაშვილი

31.10.2019

 

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი