გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზვიად საბანაძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის იანვრიდან მიმდიანრე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის ზვიად საბანაძის

 ანგარიში

 გაწეული საქმიანობის შესახებ

 2019 წლის იანვრიდან  მიმდიანრე პერიოდის ჩათვლით

 

 მოგახსენებთ, რომ  2019 წლიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 115 საკითხის განხილვაში. ასევე, დავესწარი 2 ბიუროს სხდომას, სადაც განხილულ იქნა 35 საკითხი.

დავესწარი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 8 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 15 საკითხის განხილვაში.

ასევე,  მონაწილეობა მივიღე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  5 სხდომას, სადაც განხილულ იქნა 25 საკითხი.

2019 წლის მიმდინარე პერიოდში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩევლებს სადაც გამოვლინდა შემდეგი სახის პრობლემები:

  • სოფელი შინდისი - მწვანე საფარიანი სტადიონის გადატანა, გარე განათების დასრულება, ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სოფელში საჭიდაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის მოასფალტება, შიდა გზების მოხრეშვა, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟება, გაზის გაყვანის დროს გზების გადატიხვრის შემდეგ დარჩენილი გზების (მეორეხარისხოვანი გზების) მოხრეშვა, ხარებაშვილების უბანში წყლის მილების განახლება,
  • ქ. გორი - შინდისის გზატკეცილი N20 - მიმდებარედ არსებული სკვერის დასუფთავება-რეაბილიტაცია, მიმდებარე ბინის ეზოს ორმოულების ამოვსება ასფალტით, დასაჯდომი სკამების განახლება და მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - შეკეთება
  • გორში მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის თხოვნაა ლიფტების რეაბილიტაცია, შეკეთება, შეღებვა.

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი