გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირმა ამბარდნიშვილის 2019 წელს მარტიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის    

ირმა ამბარდნიშვილის

2019 წელს მარტიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

საკრებულოს სხდომა - დავესწარი სულ 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 249 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 34  საკითხის განხილვაში.

 

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი რეხა - ამორტიზირებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია (ადიდების შედეგად იტბორება 50 ოჯახამდე) გაზაფხულამდე.
  • გორი მშვიდობის ქ. N17 - გუბეების პრობლემა, დაზიანებული ასფალტის გამო ეზო და შემოგარენი იტბორება.
  • ელექტროფიკაციის დასახლება - დაინიშნოს სამგზავრო მარშრუტი, რომელიც მოემსახურება კურორტ ,,გორიჯვარის“ მოსახლეობას და ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • სოფელი ახალშენი - წყლის პროლემა.
  • ქ. გორი, გორგასლის N4 - ეზოში მდგომი ხეების გამხმარი ტოტების მოჭრა, ვინაიდან საშიშია, გამხმარი ტოტები აზიანებს მანქანებს და საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს.
  • ქ. გორი ა. პუშკინის და ეგ. ნინოშვილის ქუჩა - მოსაცდელის დამონტაჟება ამ ქუჩების კვეთაზე(საქართველოს ფოსტის ჯიხურთან ერთად).
  • კომბინატში თარხნშვილის ქუჩა - სუპერმარკეტის და საცხობი ,,ზღაპარის“ მიმდებარედ მოწესრიგდეს ტროტუარი, ასევე არსებულ სავაჭრო ობიექტებს აეკრძალოთ ტროტუარის გამოყენება მათი მანქანების სადგომად.
  • წმინდაწყლი. ეკატერინე ჯუღაშვილის, შარტავას და მიმდებარე ქუჩები -წუხდებიან რესტორნიდან გასროლილი ფოიერვერკების ხმაურით, საქართველოს ორგანული კანონის თანახმად ხმაური იკრძალება ღამის საათებში, გთხოვთ უზრუნველყოს მერიამ წერილობით გაფრთხილება რესტორნის მეპატრონეებისა ხელწერილით და აღნიშნული ხელწერილები გადაეცეს შ.ს.ს. გორის სამხარეო პოლიციას შემდგომი რეაგირებისათვის.
  • სოფელი სკრა - სოფელში არ არის სკვერი, ითხოვენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს სკოლისთვის, არ არის სპორტული მოედანი.
  • სოფელი დიდი გორიჯვარი - ბუნებრივი აირით მომარაგება გაზსადენი მილი მიყვანილია ელექტროფიკაციის დასახლების ბოლო წერტილში, საიდანაც შესაძლებელია სოფლის მომარაგება, სოფლის მოსაცდელის მოწყობას.
  • ელექტროფიკაციის დასახლება - სოფლის მკვიდრი ლურსმანაშვილების ოჯახი არის მრავალშვილიანი და სოციალური დახმარების პროგრამით მოსარგებლე. ოჯახი თანახმაა გადავიდეს საცხოვრებლად ნებისმიერ სოფელში თუ უზრუნველყოფილები იქნებიან საცხოვრებლით. გთხოვთ მოიძიოთ გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრისი და ასევე შემოწირულობით შევძლოთ შევუძინოთ ძალიან, პატიოსან, ქართულ ოჯახს სახლი.
  • ქ.გორში ნინოშვილის და პუშკინის ქუჩა - აღნიშნული ქუჩების კვეთის ადგილზე მოსაცდელების მოწყობა. ასევე მოსაცდელების მოწყობას ითხოვენ გორიჯვრისა და ელექტროფიკაციის მაცხოვრებლები და სასურველი იქნება თუ აღნიშნულ მოსაცდელებთან გაიყიდება ჟურნალ-გაზეთები.
  • ვერხვების დასახლება- სპორტული მოედნის გაკეთებას და მდინარის ნაპირას მდებარე უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთების ადგილას სპორტული მოედნების მოწყობას როგორიც გაკეთდა კომბინატის დასახლებაში (ტრენაჟორებით).
  • კვერნაკის დასახლება- მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან მიუსაფარი ძაღლები. VIII სკოლასთან დაზიანებულია ასფალტის საფრი. წყალი მიეწოდებათ გრაფიკით.
  • თამარ მეფის აღმართზე ცვივა ქვები და ითხოვენ გამაგრებით სამუშაოებს
  • ქ. გორი შინდისის გზ.N3ა/158 - ბინა არ არის დარეგისტრირებული, ითხოვენ სახურავის შეკეთებას, სადარბაზოების მოწესრიგებას (რკინის კაები, ფანჯრები, და ა.შ), ითხოვენ მერთან-ბატონ კონსტანტინე თავზარაშვილთან შეხვედრას.
  • მდინარე ფშანის სანაპირო -კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის მესაკუთრეები პროტესტს გამოთქვამენ მასზე, რომ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები გახდა ნაგავსაყრელი, ჯერ მუნიციპალიტეტის ნაგვის მანქანები იცლებოდა და შემდეგ სამშენებლო კომპანიების სამშენებლო ქვა-ღორღი. მაცხოვრებლები მოითხოვენ შეწყდეს მათ კერძო საკუთრებაში ნაგვის დაყრა.
  • ქ. გორი ნინოშვილის, მელიქიშვილის, ეკატერინე ჯუღაშვილის, იოსებ ჯუღაშვილის, დუშეთის ქუჩები - მოსახლეობა არაერთგზის მოითხოვს ფშანის სანაპიროზე მოეწყოს პარკი და დამონტაჟდეს სავარჯიშო ტრენაჟორები. აღნიშნულ დასახლებას ურბანიზაციის შედეგად აღარ აქვს გასასვლელი ადგილი
  • ქ. გორი თარხნიშვილის ქ.N22 მეატე საჯარო სკოლა - ამავე სკოლის მეთერთმერე კლასის მოსწავლის ნანა ლომიტაშვილის ოჯახის დახმარება, რომელიც ხანძრის გამო დარჩა საცხოვრებელის გარეშე, ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული.
  • სოფელი დიდი და პატარა გორიჯვარი - გაზიფიცირების საკითხი, გარე განათება, მოსახლეობა გორში გადაადგილდება ძირითადად ფეხით, ვინაიდან სოფელი ცენტრალური გზიდან 1-3კმ მოშორებითაა, ხშირია ტყიდან მტაცებელი ცხოველის ჩამოსვლა. ასევე დიდი პრობლემაა მოსაცდელების არ არსებობა. ცენტრალურ გზასთან არ ცხოვრობს მოსახლეობა. უამინდობის შემთხვევაში არ არის ადგილი სადაც თავს შეაფარებს ბავშვები. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად გთხოვთ დაუნიშნოთ ამ სოფლების მოსახლეობას სასკოლო ავტობუსი, სოფლებში არ არის არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი, იმ დროს როცა მაღალმთიან სოფლებში ეს პრობლემა აღმოფხვრილია. გთხოვთ მოაგვაროთ აღნიშნული პრობლემა გორისსკოლამდელი აღზრდის აიპ-თან და ასევე გორის განათლების რესურსცენტრთან.
  • ქ. გორი რომელაშვილის ქ. N3,5 - ეზოს და სადარბაზოების მოწესრიგება, წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება.
  • წმინდაწყლის დასახლებაში ცხინვალის გზატკეცლზე N22-ი - რომლებიც შეწუხბულები არიან სავაჭრო ცენტრი ,, ცაციაშვილის“ სუპერმარკეტის მუშაობით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრს აქვს სარიტუალო დარბაზები და სტუმრები აჩერებენ მანქანებს. აღნიშნულ დასახლებაში პრობლემურია კანალიზაციის სისტემა. მოსახლეობა მოითხოვს სუპერმარკეტმა ცალკე გაიკეთოს შესასვლელი და ასევე გაკეთდეს დაცული ეზო საბავშვო ატრაქციონებით. თუთარაშვილის ქუჩა - ქუჩის რეაბილიტაცია.
  • სოფელი შინდისი ,,კოშკის“ უბანი - გზის მოასფალტება და ასევე გარე განათება.
  • ქ. გორი ნინოშვილის ქუჩა - მცირე ზომის ნაგვის ურნები.
  • პუშკინის ქუჩა -საჭიროა მოსაცდელის დადგმა.

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი