გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ივანე კორინთელის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ივანე კორინთელის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 250 საკითხის განხილვაში.  19 ბიუროს სხდომას და 425 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 8  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თვმჯდომარე და  ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი. დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 19 საკითხის განხილვაში. ქონების მართვის , ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 106 საკითხის განხილვაში.

             მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომლებზეც მოვახდინე რეაგირება კერძოდ:

  • სოფელ ტყვიავის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ.
  • სოფელი მარანა სოციალურად დაუცველი პირის დახმარების შესახებ.
  • სოფელ ტყვიავში  შიდა სარწყავი არხების რეაბილიტაციის შესახებ.
  • სოფელ ტყვიავში სასმელი წყლის მომარაგების საკითხი,
  • სოფელ ტყვიავში არსებული კულტურის სახლი, დაიტვირთოს სპორტული სკოლის ფუნქციით.
  • სოფელ ტყვიავში  საფეხმავლო ბილიკების „ტროტუარების“ მოწყობა.

   აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი