გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლიანა ჩლაჩიძის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლიანა ჩლაჩიძის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

 

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 190 საკითხის განხილვაში.  19 ბიუროს სხდომას და 429 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

   ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ წევრი. დავესწარი ფრაქციის 8  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ვარ  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და  ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი.  ჩავატარე  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 14 სხდომა და მონაწილეობა მივიღე 59 საკითხის განხილვაში.  დავესწარი ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 7 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 64 საკითხის განხილვაში.

                მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვთანამშრომლობ ადგილობრივ მასმედიის საშუალებებთან მთელ რიგ პრობლემებთან დაკავშირებით.                           ფრაქციის სახელით რამდენჯერმე მივმართეთ მერიას  პრობლემების აღმოსაფხვრელად.             ამასთან, აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

    ვარ გენდერული საბჭოს წევრი, სისტემატიურად ვხვდები მოსახლეობას, განსაკუთრებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. გავაკეთე კვლევა ,,ქალების უსაფრთხოების და ეკონომიკური გაძლიერების შესახებ“ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ვაყენებ თავმჯდომარეს.

   ვთანამშრომლობ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა პოტენციალს აქტიურად ვიყენებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასარგებლოდ.

          სისტემატიურად ვთანამშრომლობ დევნილ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან საჯარო სერვისების, სამედიცინო და უფასო იურიდიული მომსახურების სერვისების და განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით.

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი