გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მანუჩარ ლაფაჩის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მანუჩარ ლაფაჩის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 246 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 7  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 18 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ  ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიების წევრი. დავესწარი ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 11 სხდომას  და მონაწილეობა მივიღე 34 საკითხის განხილვაში. ასევე   ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 10 სხდომას  და მონაწილეობა მივიღე 99 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი სკრა - ზემო და ქვემო სკრაში შიდა საუბნო და ცენტრალური გზების მოასფალტება, სოფლის შესასვლელში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა, სოფლის სასაფლაოს გზის მოპირკეთება, სოფლის ორი ცენტრალური უბნის ასფალტის საფარით მოპირკეთება, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა - მოპირკეთება, სარწყავი წყლის სათავე ნაგებობის გაკეთება, რათა რწყვის სეზონზე შეუფერხებლად მიეწოდებოდეს მოსახლეობას წყალი, ცენტრალურ გზებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დაყენება,
  • სოფელი ახალხიზა - შიდა საუბნო გზების მოასფალტება, სოფლის ცენტრში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა.
  • სოფელი კოშკები - დაწყებული გარე განათების დასრულება, სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზის მოპირკეთება. თომაანთ უბნაში მდინარე სკრულაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის გაკეთება, თომაანთ უბნამდე ალმირებული ბეტონის გზის გაკეთება 150 მეტრი, ცენტრალური გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების გაკეთება. გაზიფიცირება, სანიაღვრე არხების გაკეთება, დაწყებული გარე განათების დასრულება
  • სოფელი რიეთი - გასულ წელს გაკეთებული სასმელი წყლის რეზერვუარიდან საჭიროა მოსახლეობისთვის ინდივიდუალურად სასმელი წყლის გაყვანა, გამრიცხველიანება, გაზიფიცირება რომელიც სოფლის შესასვლელამდე არის მისული და გაჩერებული.
  • სოფ. გორიჯვრი - სოფლის შესასვლელში მოსაცდელის გაკეთება და დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება. შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.
  • სოფ. პატარა გორიჯვრი - დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელი ნიშნის დაყენებას და მოსაცდელის გაკეთებას.
  • სოფელი ქვემო სკრა-მინი სტადიონის გაკეთება.
  • სოფელი ბეთლემი - ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის მოწყობა სოფლის ცენტრში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სოფლის ახალი სახელის აღმნიშვნელი ბანერის დაყენება.

ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი