გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ გოგებაშვილის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის  მიხეილ გოგებაშვილის

ანგარიში

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის იანვრიდან  მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

მოგახსენებთ, რომ  2019 წელს დავესწარი საკრებულოს 11 სხდომას, მონაწილეობა მივიღე 218 საკითხის განხილვაში.

გაერთიანბეული ვარ  ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ ფრაქციაში,  ჩავატარეთ ფრაქციის 7 სხდომა, განხილულ იქნა 20 საკითხი.

ამავე პერიოდში დავესწარი სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 4 სხდომას და მონაწილეობა მივიღე  15 საკითხის განხილვაში.

დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 3 სხდომას, მივიღე მონაწილეობა 5 საკითხის განხილვაში.

დავესწარი ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 8 სხდომას,მონაწილეობა მივიღე 25 საკითხის განხილვაში.

ჩემს მიერ დაყენებულ იქნა ინიციატივა სოფ. ახალდაბის სასაფლაოზე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს, სადაც გამოვლინდა შემდეგი სახის პრობლემები:

  • სტალინის ქ. №31- თან მდგარი გამხმარი ხის მოჭრა. ( გამვლელებს უქმნის საფრთხეს)
  • სოფ. ვარიანის კრივის სკოლის რემონტის ჩატარების აუცილებლობა.

2019 წლის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები :

ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. საქაშეთში შემოიღობა სოფლის სასაფლაო.

გარე განათებისათვის დაყენდა 150 ლამპიონი.

მოიხრეშა შიდა სასაფლაო გზები

სოფლიდან, დევნილთა  ჩასახლებამდე მოასფალტდა გზა და გაკეთდა ჭაბურღილი

ვარიანის მეურნეობაში შემოიღობა საბავშვო ბაღი.

განათდა ცენტრალური გზა და ნაწილობრივ ჩიხები.

ვარიანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდა და მოასფალტდა.

ეკლესიის გარშემო დამატებით დამონტაჟდა 53 სანათი.

ვარიანის შესასვლელში გაკეთდა წყარო.

ახალდაბაში გაკეთდა ცენტრალური ქუჩის განათება.

არაშენდა- დაწყებულია გაზიფიცირება, გარეგანათება, სკვერი.

აღნიშნული სამუშოები ჩატარდა სოფლის პროგრამით და სამოქალაქო ბიუჯეტით.

 

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი