გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ გოგინაშვილის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ გოგინაშვილის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 231 საკითხის განხილვაში. საკრებულოს ბიუროს  13  სხდომას და 285 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

     ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.  ჩავატარე ფრაქციის 8  სხდომა და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ვარ  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის და  ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიების წევრი.   დავესწარი სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 35 საკითხის განხილვაში.  ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 9 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 74 საკითხის განხილვაში.

    წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ მოწეული მოსავალი ხშირ შემთხვევაში გასაღების პრობლემის წინაშე დადგა. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით პოტენციურ მყიდველს მუნიციპალიტეტში უხდებოდა კარდაკარ სიარული სასურველი პროდუქციის მოსაძებნად და შესაძენად, რაც მათთვის ხარჯების გაწევას ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ ჩემი ინიციატივა მდგომარეობდა შემდეგში: მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილიყო  ვებპორტალი, სადაც სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობა, მერის წარმომადგენლის დახმარებით განათავსებდა  ინფორმაციას საკუთარი პროდუქციის შესახებ პოტენციურ მყიდველისთვის. ინფორმაციის განთავსება იქნებოდა  უფასო,  აღნიშნულ ვებ-პორტალზე შესაძლებელი იქნებოდა  აგრეთვე განთავსებულიყო  ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში არსებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ. ჩემი ინიციატივა მერიამ წარმატებით განახორციელა.

          მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით რეგულარულად ვიწვევდი ფრაქციის სხდომებს და ფრაქციის სახელით რამდენჯერმე მივმართეთ მერიას  პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამასთან, აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და  მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

     აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის როგორც საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, ასევე მერიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ჩართული ვარ მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მათ შორის: პირის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ სამუშაო ჯგუფში, მუნიციპალიტეტის  2010-2023 წლების პრიორიტეტების მომზადების სამუშაო ჯგუფში და  სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფში. 

  ვარ  მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი, მონაწილეობას ვიღებ სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთის მიერ გამართულ შეხვედრებში, რომელიც შეეხება  გენდერის საკითხებს. ასევე მონაწილეობა მივიღე NDI - ს  და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეგიდით გამართულ რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესის, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის და სხვა სამართლებრივი ხასიათის საკითხები. ასევე ვარ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შექმნილ მუნიციპალიტეტბში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასების ჯგუფში.

    2019 წლის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდები  საკრებულოში მოსულ მოქალაქეებს სხვადასვა საკითხებზე.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი