გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის იოსებ მუმლაძის ა ნ გ ა რ ი შ ი გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის იოსებ მუმლაძის

ა ნ გ ა რ ი შ ი

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

 

  მოგახსენებთ რომ 2019 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათბლით  დავესწარი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 107 საკითხის განხილვაში.

 გაერთიანებული ვარ ფრაქცია,, ქართული ოცნება-კონსერვატორებში“ . დავესწარი  ფრაქციის 7 სხდომას და მონაწილეობა მიივიღე 133 საკითხის განხილვაში.

 ასევე ვარ სამანდატო,საპროცედურო და ეთიკის საკითხთა  კომისიის და  ქონების მართვის,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომიის წევრი. დავესწარი სამანდატო,საპროცედურო და ეთიკის საკითხთა  კომისიის   5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 15 საკითხის განხილვაში და ასევე დავესწარი ქონების მართვის,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 37 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი ძევერა - სასმელი წყლის პრობლემა თითქმის მთელ სოფელში, შიდა საუბნო და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოპირკეთება, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის მოწყობა, სარემონტოა საბავშვო ბაღის ეზო და მთლიანად არის მოსაწყობი და გარეთა ფასადი შესაღები.
  • სოფელი ქიწნისი - თერგის უბანში არის სასმელი წყლის პროექტი, ხოლო სხვა უბნებში არ არის ეს პროექტი და არის პრობლემა, საჭიროა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა - მოპირკეთება, ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების პრობლემა, რომელიც წვიმის პერიოდში თითქმის გაუვალი ხდება,- სასმელი წყლის მოგვარება მთლიან სოფელში, დაქსელვა და მრიცხველების დაყენება, საჭიდაო დარბაზის გაკეთება, საბავშვო ბაღის შენობაში ბუნებრივი აირის შეყვანა და ეზოს კეთილმოწყობა, სათამაშოების დამატება.
  • სოფელი სათემო - შიდა გზების მოპირკეთება-მოასფალტება, სპორტული მოედნის მოწყობა, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოპირკეთება
  • სოფელი შერთული - ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების პრობლემა, სასმელი წყლის გაკეთება და გამრიცხველიანება, შიდა საუბნო გზების მოპირკეთება.
  • ქიწნისის მეურნეობა - მოსაწესრიგებელია როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები.

 

 

 

იოსებ მუმლაძე.

31.10.2019

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი