გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურაზ ღოლიჯაშვილი 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურაზ ღოლიჯაშვილი

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 250 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 8 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიების წევრი. დავესწარი  კომისიის 11 სხდომას  და მონაწილეობა მივიღე 106 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი დიდი გარეჯვარი - დასასრულებელია მოსაცდელი: არის ნახევრად გადასახურავი და არა აქვს დასაჯდომი სკამები, აღნიშნულთან მოსაცდელთან საჭიროა გაკეთდეს ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელები“ მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით, გადასაბელია სოფლის ცენტრში არსებული დიდი ვერხვი, სოფლის სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა, სანაგვე ურნების დამატება და შიდა სარწყავი არხების გაწმენდა.
  • სოფელი კარალეთი - ,,ჩობალაურის“ უბანში არსებული სასაფლაოს მისასვლელი გზის მოხრეშვა, ,,წისქვილების“ უბანში გარე განათების მოწყობა, სამების ეკლესიის უკან გაუქმებული სანიაღვრე რუს აღდგენა, დასამატებელია რამდენიმე ნაგვის ურნა სოფლის ცენტრში, ,,ნასელეების უბანში“ არსებული სასაფლაოს მისასვლელი გზის ,,ფრაქციელით“ მოხრეშვა, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის კეთილმოწყობა, ნაგვის ურნების დამატება, სოფლის შუა ორი უბნისათვის კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ირა ზაზარაშვილის ოჯახის პრობლემას რომელიც მთელი უბნის პრობლემად იქცა . კერძოდ, ამ ოჯახის ეზოში ხდება მთელი უბნის ნარეცხი წყლის დაგროვება რაც იწვევს ანტისანიტარიას.
  • კარალეთის დევნილთა დასახლება - ნაგვის ურნების დამატება, კანალიზაციის სისტემის კეთილმოწყობა, დევნილთა დასახლების აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთებში გადასასვლელი ხიდის (ე.წ. ბოგირი) გაკეთება, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების საკითხი, გადასასვლელი ბოგირის გაკეთება და შიდა გზების კეთილმოწყობა, ასევე დაყადაღებული ქონებისთვის ყადაღის მოხსნას.
  • სოფელი პატარა გარეჯვარი - ე.წ. ,,წმინდა გიორგის“ უბანში საბავშვო ბაღთან არსებული მილის შეცვლა უფრო დიდი გამტარუნარიანი მილით, მთლიან სოფელში: შიდა სარწყავი სისტემის მოწესრიგება, სასოფლო - სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა, და საჯარო სკოლის გაზიფიცირება, სკოლის გზაზე გადასასვლელი ბოგირი, სანაგვე ურნების დამატება და შიდა სარწყავი არხების გაწმენდა, ამდენიმე შიდა გზებზე განათების დაყენება.
  • კარალეთის ,,ნაჭარმაგევის,, დასახლება - კანალიზაციის პრობლემა და ეზოში არსებული ორმოულების ამოვსება, ასევე ცენტრალურ გზაზე (გორი-ცხინვალის გზა) არ არსებობს გადასასვლელი ნიშნები და ითხოვენ დაყენებას.  , სავარგულებამდე მდინარეზე

ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი