გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თამარ მურალოვას ა ნ გ ა რ ი შ ი გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის თამარ მურალოვას

ა ნ გ ა რ ი შ ი

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

 

 

  მოგახსენებთ ,რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 250 საკითხის განხილვაში.ასევე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის ბიუროს 18 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 380 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია,, ქართული ოცნება-კონსერვატორებში“ . დავესწარი ფრაქციის 7 სხდომას და მონაწილეობა მიივიღე 133 საკითხის განხილვაში.

  ასევე ვარ  ჯანდაცვის,განათლების,სპორტის,კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის  დასივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი.  დავესწარი ჯანდაცვის,განათლების,სპორტის,კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის   11 სხდომას  და მონაწილეობა მივიღე 34 საკითხის განხილვაში,ასევე დავესწარი  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 37 საკითხის განხილვაში.

 2019 წლის განმავლობაში  ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა მრავალი  პრობლემები და მივმართე მერს  რამდენჯერმე განცხადებით აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად :

სოფელ ძევერასა და შერთულში ძალიან მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. არ არის რეზერვუარები, შიდა საუბნო გზები.  სოფ. ქიწნისში მოსახლეობა მოითხოვს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება.სოფ. სათემოში მოსახლეობა ითხოვს მინი სტადიონის მოწყობას ალგაზრდობისთვის. ქიწნისის მეურნეობის მაცხოვრებლები მოითხოვენ გზის რეაბილიტაციას ქალაქის ტერიტორიაზე კვლავ მოსაწესრიგებელი რჩება ფეხით მოსიარულეთა ზებრაგადასასვლელები. მოსახლეობა ითხოვს ყველა სოფელში განთავსდეს სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრა. მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა ითხოვს მწოლიარე პოლიციელის განთავსებას და ასევე საჭიროა ჭკვიანი კამერების დამონტაჟება არამარტო ქალაქის არამედ მთელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

 

თამარ მურალოვა

31/10/2019

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი