გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პაპუნა კობერიძის 2019 წელს მარტიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის    

 პაპუნა კობერიძის

2019 წელს მარტიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

     2019 წლის განმავლობაში დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 179 საკითხის განხილვაში.

      2019 წლის განმავლობაში დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 7 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 77 საკითხის განხილვაში.

     2019 წლის განმავლობაში დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 6 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 24 საკითხის განხილვაში.

      2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • გორი ხერხეულიძის ქუჩა - გარე განათების მოწესრიგება.
  • წერეთლის ქუჩა - N44 მიმდებარედ გარე განათების მოწესრიგება.
  • სტალინის ქ.N13 - მიმდებარე ტერიტორიაზე წყალგაყვანლობის სისტემის მოწესრიგება.
  • გორი შინდისის გზატკეცილი N15 - საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტება.
  • გორგასლის ქ. N18 - კორპუსის სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენა.
  • სოფელი ქერე - სოფელზე მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება, საბავშვო ბაღის გახსნა, შიდა გზების მოწესრიგება.
  • სოფელ ბერშუეთი - სოფელს მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი. საბავშვო ბაღის და სკოლის წინ დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები. მწვავედ დგას სარწყავი წყლის პრობლემა.
  • სოფ. ტინისხიდი - მოსახლეობის ნაწილს აქვს სასმელი წყლის პრობლემა, სასაფლაოს მიმდებარე უბანზე მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. მოსაწესრიგებელია შიდა საუბნო გზები
  • სოფელი სკრა - სარწყავი წყალი და შიდა საუბნო გზების მოასფალტება.
  • ქ. გორი ცხინვალის გზ. N7-7ა - ეზოში წყლის გუბეები და ეზოს ასფალტის მოპირკეთება.
  • ქ. გორი ჭავჭავაძის ქ.N47 - ჭავჭავაძის ქუჩა N47 და ტელეკომპანია თრიალეთს შორის გარეგანათების დამქ. გორი ხერხეულიძის ქუჩა - გადამწვარია გარეგანათების ნათურა.
  • ქ. გორი ელექტროფიკაციის დასახლება - შიდა გზები და კანალიზაცია.
  • ქ.გორში ბარათაშვილის სკვერში სკამების დამონტაჟება.
  • ქ. გორი - მეორეხარისხოვან ქუჩებში არის ნაგვის კონტეინერების ნაკლებობა, რეაბილიტირებული წერეთლის ქუჩა არ არის გამოყენებული დანიშნულებისამებრ, ქალაქში არ ფუნქციონირებს მოზრდილთა საცურაო აუზი.
  • სოფელი ტინსხიდი - ,,მეთევზეების უბანი“ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას.
  • სოფელი გორიჯვარი - მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი