გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ხვიჩა ხიხალაშვილის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის იანვრიდან მიმდიანრე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის  ხვიჩა ხიხალაშვილის

ანგარიში

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის იანვრიდან  მიმდიანრე პერიოდის ჩათვლით

 

 

მოგახსენებთ, რომ  2019 წლიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 250 საკითხის განხილვაში.

2019 წლის 1 თებერვლიდან ვარ ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს წევრი.

მიმდინარე წელს სულ ჩატარდა 3 ფრაქციის სხდომა და  მონაწილეობა მივიღე  11 საკითხის განხილვაში.

ასევე,  დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის   9 სხდომას,სადაც განხილულ იქნა 31 საკითხი.

ასევე, დავესწარი   სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის 10 სხდომას, სადაც მონაწილეობა მივიღე 37 საკითხის განხილვაში.      

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

 

  • ქ. გორი ბაქოს ქუჩის N 8 - გარე განათების გაუმართაობის პრობლემა, აღსადგენია განათების სისტემა.
  • ქ. გორი სოხუმის ქუჩის N 3 - კანალიზაციის გაუმართაობის პრობლემა, მილის დაზიანების გამო სარდაფებში ჩადის წყალი.
  • ქ. გორი გორგასლის ქ. N 6 - გარე განათების სისტემის გაუმართაობა.
  • ქ. გორი ანწუხელიძის ქუჩა - დაზიანებულია და შესაცვლელია სკვერში არსებული

              განათების სისტემა (5 ცალი ნათურა და პლაფონი).

  • გორგასლის ქუჩის N 7 - შესაცველია განათების ნათურები 2 ბოძზე, საჭიროა სკვერის კეთილმოწყობა.
  • ცხინვალის გზატკ N 15 - მინი საფეხბურთო მოედანზე მოსაწესრუგებელია განათების სისტემა, 3 ნათურაა შესაცველი სანათებთან ერთად. ყიფიანის 56 - არსებულ სპორტულ მინი მოედანზე მოსაწესრიგებელია განათების სისტემა, არ მუშაობს 2 ნათურა. ვოლოგდის დასახლება, ცხინვალის გზ 47 და 41 - კორპუსების მიმდებარედ ხშირად იჭედება საკანალიზაციო სისტემა და არის მოსაწესრიგებელი.
  • ვოლოგდის დასახლება -არსებულ ცენტრალურ სკვერში არ მუშაობს განათების სისტემა, მოსაწესრიგებელია ნაგვის ურნები (ძირები არ აქვს ჩაყრილი მასა ძირს იყრება), მოსაწესრიგებელია სკვერში წყლის სისტემა, არ მუშაობს აუზის ფონტანი და წყლის ჭას არ აქვს ხუფი, რისკია ადამიანის ჩავარდნის და დაზიანების.
  • გორგასლის ქუჩა - მოსახლეობა ითხოვს იმ პატარა ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ჩადის გორგასლის ქუჩის პერპენდიკულარულად დაბაგრატიონის პარალელურად. ვინაიდან ამ ეტაპზე კეთდება დიდი პროექტი გორგასლის ქუჩის რებილიტაციასთან დაკავშირებით , მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ პატარა ქუჩაზეც დაიგოს ასფალტი და მოხდეს მისი რეაბილიტაცია. გორგასლის ქუჩაზე სხვა ლოკაციაზე მოსაწესრიგებელია განათებები. ერთგან შესაცვლელია მთლიანად სანათი, ხოლო ორ ადგილას ნათურა, ასევე შესაცვლელია ახლად გაკეთებული სპორტული სტადიონისგანათებები, ანთია მხოლოდ ერთი.
  • ქალაქი გორი, მშვიდობის გამზირი - ,,ჭკვიანი“ კამერის დაყენება ქუჩაზე, რადგანშეიზღუდოს ავტომობილების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა.
  • შინდისის გზატკეცილი #20,22, 24, 26 - მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციამოწესრიგება, ამ კორპუსების წინ არსებულ სკვერს ესაჭიროება სარწყავი სისტემის მოწყობა,რათა არ გახმეს მწვანე ნარგავები.
  • გორგასლის #6-სა და #5 - კორპუსებს შორის მდებარე მოედანზე დაზიანებული ღამის განათების ნათურების შეცვლა.
  • ქალაქი გორი, შინდისის გმირების გზატკეცილი #20,22-ის უკან არსებულ ახლად გაკეთებულიტრენაჟორების კომპლექსს ესაჭიროება განათება, ღამის საათებში არისჩაბნელებული და საშიშროებაადაზიანდეს ან დაიკარგოს ინვენტარი. ანალოგიურად განათების მოწყობა ესაჭიროება გორგასლის ქუჩაზე ახლად დამონტაჟებულ სატრენაჟორო კომპლექსს.
  • გორგასლის #18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოედანთან დაკავშირებით რამოდენიმეჯერ გვაქვს მოხსენებითი ბარათი დაწერილი იქ არსებულ პრობლემებზე, მიუხედავად ამისა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. სკვერში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა (სკამები, განათება.) ხოლო მოედანზე ჩამოტეხილია კალათბურთის ორი ფარი, ასევე დაზიანებულია შემოღობილი რკინის ბადე. ადგილობრივების თხოვნაა, დროულად მოხდეს რეაგირება, სანამ მეტად არ დაზიანებულა.
  • ქ. გორი, თარხნიშვილის ქუჩა - სკვერში არის ბალახი მოდებული ყველგან, მოსაწესრიგებელია განათების სისტემა ( 3 ცალი ნათურა) და ნაგვის ურნები.
  • გორგასლის ქუჩა - მინი საფეხბურთომოედანზე დაზიანებულია ნათურები. კულტურის სახლის მიმდებარედ ფრენბურთის მოედანზე დაზიანებულია ნათურები (3 ცალი).ფეხბურთის მოედანზე 1ცალი ნათურა. მშვიდობის გამზირი N27 - დაწყებულია და არ დამთავრებულა სკვერის მშენებლობა.
  • კომბინატის დასახლება - საჩოგბურთო კორტებზე მოსაწესრიგებელია სველი წერტილები, ღამის განათება, სათამოშო მოედნის ბადეები შესაცვლელია, მოდნის გარშემო არსებული გაზონი მოსაწესრიგებელია.
  • კვერნაკის დასახლება, აბარამიშვილის ქუჩა - ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პრაქტიკულად შეჩერებულია, გაზა ნახევრად არის ჩახერგილი კლდის ჩამონგრეული მასით.
  • წმინდწყალი, მუსხელიშვილის ქუჩა - მშენებარე სკვერში დიდი ხანია შეჩერებულია სამუშაოები.
  • პეტრიაშვილის ქუჩა -მწოლიარე პოლიციელების განთავსება. მშვიდობის ქუჩა - ჭკვიანი კამერების დაყენება.
  • გორი კვერნაკის დასახლება - სკვერში არის განათების პრობლემა, მოსაწესრიგებელია და გამოსაცვლელია ნათურები და სკვერში დაზიანებულია, სკამები და საჭიროებს შეკეთებას. კვერნაკის დასახლებაში აბრამაშვილის ქუჩა - კლდის ნაწილი არის ჩამოშლილი და გზა პრაქტიკულად ჩახერგილია, საჭიროებს დროულად რეაგირებას და გზის გაწმენდას.
  • ვოლოგდის დასახლება, ცენტრალური სკვერი - განათების ნათურები არის შესაცვლელი რამოდენიმე გადამწვარია, სკვერი დასასუფთავებელია და ბალახი გასათიბია, ნაგვის ურნები დაზიანებულია და შესაცველია. ასევე დაზიანებულია შადრევანი და საჭიროებს შეკეთებას, შადრევნიდან წყალი იღვრება მუდმივად ძირს. მოსაწესრიგებელია წყლის ტუმბოს მიწისქვეშა სარდაფი ღია მდგომარეობაშია და ადგილობრივების თქმით რამდენიმე ბავშვი ჩავარდა და დაზიანდა.
  • თარხნიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი - მოსაგვარებელია განათების საკითხი. სკვერში გადამწვარია რამოდენიმე ნათურა.
  • ბესიკის ქუჩა - ქუჩის რეაბილიტაცია მშვიდობიდან ჯავახიშვილამდე - ტროტუარები და სამანქანო გზა.

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი