სტუმრად მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში

 

 
20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ინტერმუნიციპალური სააგენტო, გამოკითხვის შედეგად შეავსეს სააგენტოს შეფასების კითხვარი, სააგენტოს მენეჯმენტსა და დასაქმებულ პერსონალს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკა სააგენტოში ცხოველების მოვლა-შენახვის, თავშესაფრის მოწყობის წესების, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
სამომავლოდ დაგეგმილია,შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, პოპულაციის მართვის სააგენტოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ინფრაქტრუქურული სამუშაოების დათვალიერება

 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად,
წმინდაწყლის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით,
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება.
204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და საგზაო მოძრაობის ნიშნების მოწყობა.

შეხვედრა ტყვიავის საჯარო სკოლასთან

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეებმა: ნანი ოქროპირიძემ და გიგა გელაშვილმა, ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში, ტყვიავის საჯარო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი