გაიმართა გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი შეხვედრა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წლის 13 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ჩატარდა მორიგი საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდა 15 ქალი და 3 მამაკაცი, სულ 18 მონაწილე294560250 410967461067881 3156077444162809833 n სოფლებიდან: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ფხვენისი, ზემო ხვითი.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი:
 
✔️ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე;
✔️სახელმწიფოში არსებული მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა და დახმარების მექანიზმებზე;
✔️ქალთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელობაზე, უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობებზე, საკრებულოს სხდომებზე და პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე;
 
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ქალები სოფლად.
ერთად განვიხილეთ აღნიშნული პრობლემები და ვიმსჯელეთ მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

 

 

294251327 410967661067861 2028975996342105850 n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

294272815 410967547734539 4903811226368764162 n

გენდერული საბჭოს მიერ საინფორმაციო გასვლით შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ 2022 წლის 21 ივნისს სოფელ ტირძნისში ჩატარდა საინფორმაციო გასვლით შეხვე

288792152 335849975398849 3460623609161970622 nდრა. შხვედრას ესწრებოდნენ ტირძნისის, თერგვისის, მეღვრეკისის, ერგნეთის და ბროწლეთის სოფლის მაცხოვრებლები.

 შეხვედრაზე მიწოდებული იქნა ინფორმაცია ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალადობაზე, ქალთა განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმების მნიშვნელობაზე.  

ასევე საუბარი შეეხო თემებს - უფასო იურიდიული მომსახურების გაწევაზე და ქალთა საკრებულოს სხდომებზე დასწრების აუცილებლობაზე, მათ ჩართვაზე პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

287010329 4937888106321716 4190985267908149643 n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

289098412 1151848972325900 802454123508618733 n

13 მაისს 11.00 საათზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა

280178823 366731648824796 1798359926140855872 nსხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი,ერთი საკითხი (N26) საკრებულოს წევრებმა ინფორმაციის სახით მოისმინეს,ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებულ (N11)საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები; ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები; რამდენიმე მუნიციპალური ქონების სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით ქონების გადაცემის; გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი; გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების სახელდების შესახებ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებისა და ასევე, რამდენიმე სოფელში არსებული ქუჩების სახელდების; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხები.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა , ასევე, მოისმინეს რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში და დადებითად შეაფასეს გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი