გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ხელი მოაწერა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ადგილობრივი ახალგაზრდების და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში დანერგვის ხელშეწყობა.
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის განვითარება და სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.